საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

მერიამ საპატრიარქოს სახლი გადასცა

11 დეკემბერი
66-2

11.12.07
მერიამ საპატრიაქროს ორსართულიანი შენობა საკუთრებაში გადასცა. სრულიად საქართველოს კათალკოს-პატრიარქს მესაკუთრის მოწმობა ქალაქის მერმა მიუტანა. საპატრიარქომ ბერ-მონაზონთათვის საცხოვრებლის გამოყოფის თხოვნით მერიას მიმართა.
გიგი უგულავას განცხადებით, მერიამ ორსართულიანი სახლი შეარჩია და იქ მცხოვრებ ოჯახებს გარკვეული კომპენსაცი ა მისცა.
კათოლიკოს-პატრიარქმა მერს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საპატრიარქოს რეზიდენციის ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი სახლი დელეგაციების ვიზიტების დროს უხერხულობას ქმნიდა, რადგან იქ ხშირად მოსახლეობას ნივთები და თეთრეული ჰქონდა გადმოფენილი.