საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, საკუთარ ეზოებში ხელნაკეთი ჯვრები აღმართონ

8 მაისი
650-2

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, ჯვართაღმართების დღესასწაულან დაკავშირებით, წირვა-ლოცვა მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში აღავლინა.

უწმინდესმა მრევლს კურთხევა მისცა, საკუთარ ეზოებში ხელნაკეთი ჯვრები აღმართონ. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ჯვართაღმართების დღესასწაული წმინდა ნინოსა და მირიან მეფის დროს დადგინდა.

“გამოჩნდა სამი ვარსკვლავი და სადაც გაჩერდებოდა, იქ უნდა აღმართულიყო ჯვარი. წელს მათი აღმართვა შედგება ანაკლიაში, სარფსა და თუშეთში. ღმერთმა ინებოს, რომ ჯვრის ძალამ მოგვიტანოს მშვიდობა და კეთილდღეობა”, _ ბრძანა პატრიარქმა.

წირვის დასრულების შემდეგ სასულიერო პირები მრევლთან ერთად ჯვრებით ხელში სამი მიმართულებით, მცხეთის ჯვრის, თხოთის მთისა და უჯარმისაკენ დაიძრნენ. ამ ეკლესიებში გასულ წელს დასვენებულ ჯვრებს სარფში, ანაკლიასა და თუშეთში გადაიტანენ.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავს.