საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქის ნათლულობის მსურველთა მორიგი რეგისტრაცია იწყება

6 მაისი
649-2

დღეიდან პატრიარქის ნათლულობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაციის გავლა მსურველებს ფონდ “ლაზარეში”, 8 მაისის ჩათვლით შეეძლებათ.

დღეისთვის უწმინდესის ნათლული საქართველოში უკვე 8 ათასზე მეტი ბავშვია. ისინი ჯვარდაწერილი მეუღლეების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

პატრიარქის ინიციატივით, ჩვილთა ნათლობას საფუძველი 2008 წლის ნათლისღების დღესასწაულზე ჩაეყარა. ჩვილთა რიგით მეჩვიდმეტე საყოველთაო ნათლობის თარიღი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.