საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

1-ელ მაისს ილია მეორის ახალი ნაწარმოების “Sanctus”-ის პრემიერა შედგება

1 მაისი
646-2

1-ელ მაისს ფილარმონიაში უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ახალი ნაწარმოების “Sanctus”-ის პრემიერა შედგება. საქველმოქმედო გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი მომღერლები მიიღებენ.

როგორც კათალიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ “ჯი-ეიჩ-ენთან” კომენტირებისას აღნიშნა, გალა-კონცერტი ფესტივალ “აღდგომიდან ამაღლებამდე” ფარგლებში გაიმართება, რომელიც უწმინდესის ლოცვა-კურთევით უკვე მეექვსედ ტარდება.

კათალიკოს-პატრიარქის ფონდთან ერთად გალა-კონცერტის პარტნიორია აკაკი რამიშვილის ფონდი.

“გალა-კონცერტზე ცნობილი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია რახმანინოვის ნაწარმოებს შეასრულებს. კონცერტში ნიკა მემარნიშვილი და მისი ორკესტრი მიიღებენ მონაწილეობას. მეორე განყოფილებაში კი მომღერლები შალვა მუქერია, ლადო ათანელი და სხვები წარდგებიან მაყურებლის წინაშე. საოპერო ნაწილს ცნობილი იტალიელი დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო წარუძღვება. ამის შემდეგ შესრულდება პატრიარქის მიერ შარშან შექმნილი “ავე მარია.” ბოლოს კი “sanctus”-ის პრემიერა შედგება, რომელსაც ზვიად ბოლქვაძე უდირიჟორებს”,- აცხადებს ლაშა ჟვანია.

მისი თქმით, “Sanctus”-ის (ლათინური სიტყვაა, რაც “წმინდას” ნიშნავს, ქრისტიანულ ლიტურგიაში კი ჰიმნის დასახელებაა) პრემიერაში მონაწილეობას მიიღებენ სოლისტები ანიტა რაჭველიშვილი, თეონა დვალი, შალვა მუქერია და ლადო ათანელი.

“Sanctus”-ის საგალობელი ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი_ესაა ისაია წინასწარმეტყველისა წიგნიდან: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი; ხოლო მეორე ნაწილი მათეს სახარებიდანაა: წმიდა არს უფალი, საბაოთ. საგალობელი ლათინურ ენაზე შესრულდება. “sanctus”-ის საგალობლის კომპოზიტორი თავად მისი უწმინდესობაა”,- აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

გალა-კონცერტს საზღვაგარეთიდან მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.