საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სვეტიცხოველში მირონის ხარშვა დღეს, დილის 9 საათიდან დაიწყება

18 აპრილი
645-2

მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში დღეს, დილის 9 საათიდან დაიწყება მირონის ხარშვა, რომელიც ხუთშაბათამდე გაგრძელდება, – ამის შესახებ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

„დღე და ღამე იქნება მირონის ხარშვა სპეციალური წესით და ხუთშაბათს მოხდება წმინდა მირონის კურთხევა. ორშაბათიდან ხუთშაბათამდე, დღე და ღამე სვეტიცხოვლის ტაძარი ღია იქნება. ეს არის წმინდა მირონი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ ნათლობის დროს და რომელსაც იყენებდნენ მეფეების კურთხევის დროს“, – აღნიშნა პატრიარქმა.

სვეტიცხოველში მირონის კურთხევა დიდ ხუთშაბათს მოხდება. მირონი 20-30 წელიწადში ერთხელ იხარშება და ეს ისტორიული მოვლენაა.