საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ღვთაებრივი ცეცხლი მაცხოვრის საფლავზე დაახლოებით ოთხის თხუთმეტწუთზე გადმოვიდა

23 აპრილი
641-2

ღვთაებრივი ცეცხლი მაცხოვრის საფლავზე დაახლოებით ოთხის თხუთმეტწუთზე გადმოვიდა.სასწაული,რომელსაც ადამიანები მთელი წლის განმავლობაში ელოდებიან კიდევ ერთხელ აღსრულდა. დედოფალი ელენეს მიერ იესო ქრსიტეს საფლავზე აგებულ ტაძარში მორწმუნეები ამ მოვლენის სანახავად ადგილებს ჯერ კიდევ წითელ პარასკევს იკავებენ.

მაცხოვრის საფლავის ცვილის ბეჭდით დახურვის შემდეგ ტაძარში მართმადიდებელი არაბები შემოდიან,მათი ხმაურიანი ლოცვა ცეცხლის გარდამოსვლის ერთერთი აუცილებელი პირობაა.

დაახლოებით პირველი საათისთვის ტაძარში ერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქი შემოდის,მას უკან სხვა კონფესიების წარმომადგენელი ღვთისმსახურები მოჰყვებიან. შემდეგ ლიტანიობა იწყება. სამგზის აღდგომის ტაძრის და შემდეგ მაცხოვრის საფლავის შემოვლის მერე პატრიარქი განიმოსება და კუვუკულიაში შედის. მოლოდინი,რომელიც მორწმუნე მრევლსა და ღვთისმსახურებში არის ზოგჯერ ნახევარი საათიც გრძელდება.

სასწაული ყოველ წელს ხდება, ღვთაებრივი ცეცხლი გადმოდის და მართმადიდებელი პატრიარქის სამლოცველოდან გამოსვლის შემდეგ მთელს ტაძარში ვრცელდება. გადმოცემის თანახმად ეს სასწაული პირველად მესამე საუკუნეში მოხდა. სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიაქ ნარცისის კურთხევით წყალი ჩაასხეს,სწორედ მაშინ ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა,კანდელები აანთო და მთელი მსახურების დროს არ ჩამქრალა.

მაცხოვრის საფლავზე გადმოსულ ცეცხლს დღეს ღამე სამების საპატრიაქო ტაძარში მიაბრძანებენ.