საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს ლოტკინის დასახლებაში რამდენიმე მარადმწავნე ხე თავისი ხელით დარგო

12 აპრილი
637-2

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მცხეთა-თბილისის მთავარპისკოპოსმა და ბიჭვინთსა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს ლოტკინის დასახლებაში რამდენიმე მარადმწავნე ხე თავისი ხელით დარგო.

ორი ჰექტარი მიწის ნაკვეთის გამწვანებაში თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარეც მონაწილეობდნენ. გიგი უგულავას საქართველოს ეკლესიის მეთაურმა წმინდა ნიკოლოზის გამოსახულებიანი მედალიონიც უსახსოვრა.

კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა,რომ ყველა ადამიანმა წელიწადში 12 ხე აუცილებლად უნდა დარგოს. ამ ტერიტორიის გამწვანება ერთი წლის წინ დაიწყო. დღეს კი აქ სულ 500 ძირი ფიჭვის ხე დაირგო.
აქციაში სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. გაზაფხულზე ეს ადგილი კიდევ 2000 ნერგით შეივსება. უახლოეს დღეებში კათოლიკოს-პატრიარქისთვის საჩუქრად გადაცემული ზეთისხილის ნერგებით სამთავროს დედათამ მონასტერში ხეივნის გაშენება იგეგმება.