საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

კათოლიკოს პატრიარქმა სამი ჯვარი აკურთხა, რომელთაგან ერთი აფხაზეთში გაიგზავნება

7 აპრილი
636-2

ხარების ტაძარში კათოლიკოს პატრიარქმა სამი ჯვარი აკურთხა, რომელთაგან ერთი აფხაზეთში გაიგზავნება .

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა და ღვთისაგან მათთვის სიხარული და სიყვარული ითხოვა.

უწმინდესმა აღნიშნა, რომ თუ ადამიანს სიყვარული არ აქვს, მას არც სიხარული ექნება. კათოლიკოს პატრიარქმა ქადაგების დროს, ასევე ბრძანა, რომ ავღანეთში 3 მოძღვარი გაიგზავნება, რათა ქართველი ჯარისკაცებისათვის იქ ლოცვა გაძლიერდეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნდნენ.

ამ მიზნით მან ავღანეთში მსახურობისათივს სამი მღვდელმსახური აკურთხა, დეკანოზის ხარისხში აიყვანა და ოქროს ჯვრით დააჯილდოვა.
ამასთან პატრიარქმა სამი ხის ჯვარი აკურთხა. განაცხადა, რომ დღევანდელ დღეს ჯვრის კურთხევა წმინდა მეფე მირიანიდან ტრადიციაა.

უწმინდესმა ბრძანა, რომ ნაკურთხი ჯვრებიდან ერთი სამებაში დარჩება, მეორე აფხაზეთში გაიგზავნება და მესამე აჭარაში.