საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი საქართველოში მცხოვრებ აფხაზებს შეხვდა

24 მარტი
630-2

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი უწმინდესი და უნეტარესი ილია II ამჟამად საქართველოში მცხოვრებ აფხაზებს შეხვდა. სპეციალურად კათოლიკოს პატრიარქთან შესახვედრად 100-მდე აფხაზი აჭარიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდა.

საპატრიარქოში შეკრებილ საზოგადოებას კათოლიკოს პატრიარქმა ქადაგებით მიმართა შეხვედრა ყველასთვის ემოციური და ამაღელვებელი აღმოჩნდა. აქვე აფხაზეთსა და პატრიოტულ თემებზე შექმნილი სიმღერები აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლმა და მომღერალმა თემურ წიკლაურმა შეასრულეს.