საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი – ყველაზე დიდი განძი და ქონება ადამიანისთვის უფლის მადლია

6 მარტი
626-2

ყველაზე დიდი განძი და ქონება ადამიანისთვის უფლის მადლია, – ამის შესახებ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

პატიარქის თქმით, ადამიანები ცხოვრების გზას ყოველთვის თავად ირჩევენ. ზოგჯერ ადამიანები ამბობენ, რომ მიწიერ ცხოვრებაში სამოთხეში არიან, თუმცა როდესაც გარდაიცვლებიან, ჯოჯოხეთში ხვდებიან.

“ყველაზე დიდი განძი და ქონება ადამიანისთვის ღვთის მადლია. ღმერთმა ინებოს, მთელი საქართველო სამოთხეში ცხოვრობდეს, ღმერთმა ქნას, მეორედ მოსვლის დროს ჩვენი გვარები იმ წიგნში მოხვდეს, რომელიც გაიხსნება”, – აღნიშნა პატრიარქმა.

ილია მეორემ ისაუბრა ცოდვასთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, ისევე, როგორც კიბო, ცოდვა არის დაავადება, რომელიც პატარა უჯრედში ჩნდება და შემდეგ იზრდება. “ადამიანი როდესაც კვდება, ცოდვაც ქრება”, – აღნიშნა უწმინდესმა.