საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დღეს კიდევ 380 ბავშვის ნათლია გახდება

3 მარტი
621-2

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დღეს კიდევ 380 ბავშვის ნათლია გახდება.

პატრიარქის მე-16 საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით 2008 წელს, ნათლისღების დღესასწაულზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ახალ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი, რომლის თანახმად, მშობლების სურვილის შემთხვევაში იგი ჯვარდაწერილ ოჯახში დაბადებული ყოველი მესამე და მომდევნო შვილის ნათლია ხდება.

ამ დროისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 7 700-ზე მეტი ბავშვის ნათლია.