საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
ქართველ ტამპლიერთა ორდენის შესახებ

23 თებერვალი

როგორც ცნობილია, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II ინგლისში ყოფნის პერიოდში თბილისში დაფუძნდა ტამპლიერთა ორდენი, რომელსაც ფართო რეკლამა გაუწია მასმედიამ. გავრცელდა აზრი იმის შესახებაც, თითქოს ეს ორგანიზაცია პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა და ამის დასამტკიცებლად გარკვეული კადრებიც იყო გამოყენებული.

გვინდა განვაცხადოთ, რომ ქართველ ტამპლიერთა ორდენის დაარსება კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით არ მომხდარა. ეს არის დეზინფორმაცია და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

საერთოდ, როგორც ტამპლიერთა, ისე სხვა ორდენები მართლმადიდებლური სამყაროსათვის, მისი ტრადიციისა და კანონიკისათვის უცხოა და მიუღებელი. ისინი თავის დროზე კათოლიკურ სამყაროში რომის პაპის დაქვემდებარებაში ჩამოყალიბდნენ, მაგრამ ტამპლიერთა ორდენი XIV საუკუნის დასაწყისში პაპის მიერვე ანათემას გადაეცა და აიკრძალა.

ამ დროიდან მოყოლებული ევროპის ეკლესიებს ამ ორდენთან არანაირი იერარქიულ_სტრუქტურული ურთიერთობა არა აქვთ.

შევნიშნავთ, რომ საქართველოში რამდენიმე რელიგიური ორგანიზაცია არსებობს, რომელთაც მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირი არა აქვთ. მათ რიცხვს მიემატა სწორედ ტამპლიერთა ორდენიც, რომლის წარმომადგენლებიც ცრუ ინფორმაციით ცდილობენ ხალხის მოტყუებას და თავის წევრთა რიცხვის ამ გზით გაზრდას.

22.02.2011