საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

კათოლიკოს–პატრიარქი ბრიტანეთში გაემგზავრა

4 თებერვალი
606-2

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა.

უწმინდესი და უნატარესი წმინდა სინოდის წევრებმა, სხვა სასულიერო პირებმა და მრევლმა გააცილეს.

კათოლიკოს–პატრიარქმა გამგზავრების წინ მრევლი დალოცა. უწმინდესი და უნეტარესი ინგლისში კენტერბერიის მთავარეპისკოპოს უილიამსის მიწვევით წაბრძანდა. მისი შეხვედრა იგეგმება ინგლისის დედოფალ ელისაბედ მეორესა და კენტერბერიის მთავარეპისკოპოსთან. კათოლიკოს–პატრიარქი ლონდონში ქართული მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის კურთხევას დაეწრება და წირვას აღავლენს.

აეროპორტშივე გაკეთდა საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება თურქეთ საქართველოს შორის ტაძრების და მეჩეთების აღდგენასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ. განცხადება საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა დავით შარაშენიძემ გააკეთა.