საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ათონზე ივერიის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა გაიმართა

6 მაისი
6051-2

 ა.წ. 2 მაისს, ორშაბათს, აღდგომის მეორე დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გასული იყო მშობლების საფლავზე, შემდეგ კი მოილოცა სამთავროს ფერისცვალების სახელობის ტაძარი და სვეტიცხოველი. სამივეგან გადაიხადა პანაშვიდი ჩვენი წინაპრების სულთა საოხად.


ა.წ. 3 მაისს, ბრწყინვალე შვიდეოულის სამშაბათს, ივერიის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პარაკლისი გადაიხადა მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში.

ამ დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავენ ათონის ივერთა მონასტერში. ხდება ივერიის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა.
საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებმა წელსაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს წირვა-ლოცვაშიც და მსვლელობაშიც და ღვთისმშობელს შეავედრეს ჩვენი ქვეყანა.

atonze-iveriis-ghvtismshoblis-xatit-msvleloba235853.p

235854.p