საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა მე-15-ე ნათლობა ჩატარდა

19 იანვარი
602-2

სამების საპატრიარქო ტაძარში მეთხუთმეტე საყოველთაო ნათლობა დასრულდა. ნათლისღების დღესასწაულზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულთა რიცხვს კიდევ 560 ჩვილი შეემატა. საყოველთაო ნათლობა 5 საათიდან დაიწყო.

საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის განჩინებით მეთხე შვილს, რომლის ნათლია საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი გახდა, სამშობლოსათვის თავდადებული მამულიშვილის და საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მცველის ტიტული მიენიჭება.

უწმინდესისა და უნეტარესის ნათლული უკვე 7000ზე მეტი ბავშვია. ნათლობის დასრულების შემდგომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ნათლულებს ტრადიციულად დალოცავს და სამების საპატრიარქო ტაძარში თავმოყრილ მრევლს ქადაგებით მიმართავს.