საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ახალ განჩინებას აწესებს

14 იანვარი
600-2

სამშობლოსათვის თავდადებული მამულიშვილი და საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მცველი_ასეთი ტიტული ექნება ოჯახში დაბადებულ მეოთხე შვილს,რომელის ნათლიაც მშობლების სურვილის შემთხვევაში კათოლიკოს-პატრიარქი გახდება-.ამის შესახებ დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის საპატრიარქო ტაძარში ბრძანა.

საქართველოს ეკლესიის საჭეთმბყრობლის ნათლული უკვე 7000მდე ბავშვია.საყოველთაო ნათლობებს საფუძველი 2008 წელს ნათლისღების დღესასაულზე ჩაეყარა,წელს ამავე დღესასწაულზე ჩვილთა უკვე მეთხუთმეტე ნათლობა გაიმართება. საქართველოს ეკლესიის წაჭეთმპყრობელმა ახალი წლის პირველ დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს ერთიანობისთვის პარაკლისი გადაიხადა.

კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს და ასევე აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ტაძარში მრევლს ტკბილეული დაურიგეს.