საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს პატრიარქი – “მთავარია, რომ ჩვენი ერი სულიერად ძლიერია”

4 იანვარი
595-2

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესისა და უნეტერესის ილია მეორის დაბადების დღეა.

კათოლიკოს -პატრიარქი საპატრიარქოში მილოცვებს დილიდან იღებდა.

რეზიდენციაში გამართულ მიღებას ფოლკლორული ანსამბლები აფორმებდნენ. კათოლიკოს-პატრიარქს იუბილე ღონისძიების ყველაზე პატარა მონაწილეებმა სიმღერით მიულოცეს.

1933 წელის 4 იანვარს ვლადიკავკაზში გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში საქართველოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი დაიბადა. მშობლებმა ახლადდაბადებული ვაჟიშვილი ქრისტესშობის დღეს მონათლეს და ერეკლე მეორის პატივსაცემად ირაკლი დაარქვეს. 1952 ირაკლი შიოლაშვილ-ღუდუშაუმა ვლადიკავკაზის 22-ე სკოლა დაამთავრა და სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა,რომლის წარმატებით დამთავრების შემდეგაც სწავლა სასულიერო აკადემიის პირველ კურსზე ჩარიცხეს . 1957 წელს ეპისკოპოსმა ზინობმა თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცა 24 წლის ახალგარდა და მას სახელად ილია უწოდა. “ღვთის განგებითა და კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ მესამის ლოცვა-კურთხევით მეუფე ზინობმა ბერად აღმკვეცა. ამ პერიოდის ახალალგაზრდებს შორის მე ვიყავი პირველი ბერი._ მოგვიანებით იხსენებდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტერესი ილია მეორე. ბერად აღკვეციდან ორი წლის შემდეგ მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი. 1960 წელს მან მოსკოვის სასულიაერო აკადემია დაამთავრა და იმავე წელს იღუმენის,ხოლო ერთი წლის შემდეგ არქიმანდრიტის ხარისხში აღიყვანეს. 1963 წელს არქიმანდრიტი ილია ხელდასხმული იქნა ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად და ამავე დროს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ მეორის ქორეპისკოპოსად. შემდეგ იგი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადიაყვანეს,სადაც 11 წელი მოღვაწეობდა. სწორედ აფხაზეთში მოღვწეობის დროს აღყვანი იქნა იგი მიტროპოლიტის ხარისხში. 1977 წელს კი სიონის საპატრიარქო ტაძარში მეთორმეტე ადგილობრივი კრების გადაწყვეტილებით მიტროპოლიტი ილია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა საქართველოს ეკლესიის საჭეთმბყრობელის ინტრონიზაცია.
2010 წლის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით კათოლიკოს-პატრიარქი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტიცაა.

სრულიად საქრთველოს კათოლიოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მოერეს მსოფლიოს საპატრიარქოს,იერუსალიმის,ალექსანდირიის, რუსეთის,საბერძნეთის ბულგარეთის და თითქმის ყველა მართმადიდებლური ეკლესიის უმაღლესი ჯილდოები აქვს მიღებული.ნიუ-ორკის სასულიერო აკადემიამ ღვთისმეტყველების საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა,კათოლიკოს-პატრიარქი კრეტის სასულიერო აკადემიის საპატიო წევრიცაა, მინიჭებული აქვს ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიის დოქტორის საპატიო წოდებაც. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესისა და უნეტერესის ილია მეორის ძალისხმევითა და ლოცვა კურთხევით დაარსდა მცხეთის სასულიერო სემინირია,რომელიც შემდეგ თბილისში იქნა გადმოტანილი.სასულიერო სასწავლებლები დაარსდა ასევე მთელს საქართველოში. კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის დროს აღდგა და წირვ-ლოცვა განახლდა საქართველოს უძელეს ტაძრებში,აშენდა ახალი ეკლესიებიც,მათ შორის უმთავრესი სამების საპატრიარქო ტაძარი. ეპარქიების რაოდენობა კი თხუთმეტიდან 40-მდე გაიზარდა.