საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქმა მრევლს ჯარისთვის საჩუქრების შეწირვის კურთხევა მისცა

12 დეკემბერი
588-2

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ჯარისთვის საჩუქრების შეწირვის კურთხევა მისცა.

როგორც პატრიარქმა სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, აძლევს ლოცვა-კურთხევას მრევლს, რათა როდესაც მიბრძანდებიან ტაძარში, ჯარს შესაძლებლობის ფარგლებში საჩუქარი შესწირონ. უწმინდესის თქმით, ეს კიდევ უფრო გააღრმავებს ურთიერთობებს და სამოქალაქო საზოგადოებას ჯართან დააახლოებს.

პატრიარქმა დღეს სამების ტაძარში მყოფი მე-4 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები დალოცა. ასევე, ტრადიციის თანახმად, დალოცა ცნობილაძეების გვარი, სვეტიცხოვლის მამები, მცხეთის დედათა მონასტრის დედები, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია და რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი.