საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ხარების დღესასწაულზე ჩხავერი ლაზურ მიწაზე დაბრუნდა

7 აპრილი
5876-2

  ა.წ. 5 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისა და მისი პოპულარიზაციის მიზნით.

7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, საქართველოს საპატრიარქოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან და თურქულ მხარესთან ერთად თურქეთში, ხუთ ლაზურ ქალაქში, გაშენდა ქართული ენდემური ვაზის ჯიშები, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აკურთხა.

მოლაპრაკება გაიმართა ქალაქ ფოთისა და ქალაქ ფაზარის მერებს შორისაც ამ ქალაქების დაძმობილების თაობაზე. ქალაქ ფაზარში მხარეებმა ასევე ერთობლივად დარგეს ჩვენი უნიკალური ვაზის ჯიშებს.