საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

გერმანიის ქ. ნიურნბერგში წირვა ქართულ ენაზე ყოველთვიურად ჩატარდება

5 დეკემბერი
585-2

2010 წლის ნოემბრიდან გერმანიის უძველეს ქალაქ ნიურნბერგში ყოველთვიურად ჩატარდება წირვა ქართულ ენაზე. ნიურნბერგში დაახლოებით 200-300 ქართველი 2010 წლის ნოემბრიდან გერმანიის უძველეს ქალაქ ნიურნბერგში ყოველთვიურად ჩატარდება წირვა ქართულ ენაზე.

ნიურნბერგში დაახლოებით 200-300 ქართველი მართლმადიდებელი ცხოვრობს და მათი დიდი სურვილით და მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის აბრაამის ლოცვა-კურთხევით 2004 წელს დაარსდა ნიურნბერგის წმ. გიორგის სახელობის ქართული სამრევლო. ჯერ-ჯერობით საკუთარი ეკლესიის შენობის უქონლობის გამო წირვა აღევლინება კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ბერძნულ ტაძარში მისამართზე: Obere Kanal Strasse 35, Nürnberg. სამრევლოს ჰყავს მგალობელთა გუნდი, რომელიც იზრდება და იხვეწება. ნიურნბერგში მცხოვრები ქართველი მართლმადიდებლებისათვის მათ ქალაქში ქართული ეკლესიის არსებობა განუსაზღვრელი მნიშვნელობისაა.

ეკლესიური ცხოვრება მრევლისათვის და განსაკუთრებით უცხოეთში დაბადებული ბავშვებისათვის ნიშნავს მშობლიურ ენის, ტრადიციების და სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებას. ამიერიდან ყოველი თვის მეოთხე შაბათს ნიურნბერგში მცხოვრებ მორწმუნეებს მშობლიურ ენაზე შეეძლებათ ღვთისმსახურების მოსმენა, აღსარება და ზიარება.

წირვას აღავლენს მიუნხენის ქართული ეკლესიის მღვდელმსახური დეკანოზი თამაზ ლომიძე.