საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა ასი ათასი მოწამისადმი სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა

13 ნოემბერი
581-2

დილიდან თბილისის სხვადასხა ადგილიდან უამრავი ადამიანი ერთი მიმართულებით მეტეხის ხიდეისკენ გამოემართა, სადაც საუკუნეების წმინდა ასი ათასი მოწამე აწამეს.

დღეს საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია სწორედ მათი ხსენების დღეს აღნიშნავს. ტრადიციული მსვლელობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტერესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით უკვე სამი წელია ეწყობა. წელს მრევლი ერთობლივად წმინდა ადგილისკენ დიდუბის პანთეონიდან, ვაკის პარკიდან, სპორტის სასახლდან და ისნის მეტროდან წამოვიდა.

მსვლელობას ორგანიზებას საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნი” უწევდა. მეტეხის ხიდზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდასი და უნეტერესი ილია მეორე მივიდა.კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა ასი ათასი მოწამისადმი სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა და მრევლს მიმართა. მეტეხის ხიდი ის ადგილია,სადაც თბილისის ისტორია ყველაზე უკეთესად იკითხება.

უამრავ აქ მომხდარ ამბავს შორის რომელიც ამ გარემოსაც და ქართველებსაც კარგად ახსოვთ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი ისტორია-თუ როგორ აწამეს ჯალალ ედ დინის ბრძნებით ასი ათასი ქართველი იმის გამო,რომ მათ უარი არ თქვეს ჭეშმარიტ რჯულზე და ხიდზე დადებულ ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატებს შეურაცხოფა არ მიაყენეს. ამ დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მრევლს ყვევილები მოაქვს და წმინდანების საპატივცემულოდ მტკვარს ატანს.

პირველ გვირგვინი მდინარეს კი თვითონს საქართველოს ეკლესიის საჭეთმბყრობელი გაატანა.