საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

19 სექტემბერი

ბოლო დროს, თბილისის ქუჩებში, დაწესებულებებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებში გახშირდა საერო და ე. წ. სასულიერო პირთა მიერ შემოწირულობების შეგროვების ფაქტები. ისინი გამვლელებს განუმარტავენ, რომ შემოწირულობებს აგროვებენ ამა თუ იმ ტაძრის მშენებლობისთვის ან ბავშვთა სახლებისთვის. იმის გამო, რომ ხშირად ადგილი აქვს ხალხის მოტყუებას და სინამდვილეში თანხის შეგროვება პირადი მიზნებით ხდება.

გთხოვთ, მსგავს შემთხვევებში დარეკოთ და ინფორმაცია გადაამოწმოთ საქართველოს საპატრიარქოში ან იმ ეპარქიის მღვდელმთავართან, სადაც მსგავსი შემთხვევები ხდება.