საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საერთაშორისო საზაფხულო ბანაკმა “სამშობლომ” მესამე სეზონი დაიწყო

2 ივლისი
559-2

ქობულეთში ბათუმისა და ლაზეთის ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი დიმიტრის ლოცვა-კურთხევით საერთაშორისო საზაფხულო ბანაკმა “სამშობლომ” მესამე სეზონი დაიწყო.

წელს ბანაკში 250 მოზარდს ელოდებიან საფრანგეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ასევე მათთან ერთად მრავალშვილიანი სასულიერო პირთა შვილები დაისვენებენ.

პირველ ნაკადზე კი როსტოვში მცხოვრები ქართველები, სასულიერო პირთა შვილები და ყაზბეგიდან მოწვეული მოზარდები ისვენებენ.

როსტოვის ქართველთა სათვისტომოს ხელმძღვანელმა მიტროპოლიტ დიმიტრის მადლობის ნიშნად წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის ქანდაკება გადასცა.

მათთვის მოეწყობა ექსკურსიები, სპორტული და ინტელექტუალური თამაშები, კონცერტები.

პირველი ნაკადი 15 ივლისამდე გასტანს.