საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადება

22 აპრილი

ამ დღეებში თბილისის ქუჩებში ვრცელდება მოსაწვევები სახელწოდებით _ “ადამიანის სიცოცხლის საიდუმლო”. მასში ადამიანის ღმერთთან თანამშრომლობის აუცილებლობაზეა საუბარი და წარმოდგენილია იესო ქრისტეს “პირად მხსნელად” აღიარების ლოცვა. ამ ანონიმური ფურცლის ბოლოს ნათქვამია: “თუ თქვენ სურვილი გაქვთ, მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ…” და მითითებულია ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. მოსაწვევის შინაარსიდან მოქალაქე ვერანაირად ვერ მიხვდება, თუ რომელ რელიგიურ მიმდინარეობასთან აქვს საქმე.

აღნიშნულ მოსაწვევებს ერთ-ერთი პროტესტანტულ-ევანგელისტური სექტა _ “ადგილობრივი ეკლესია” ავრცელებს. როგორც ცნობილია, ეს სექტა XX საუკუნის 20-იან წლებში ჩინეთში ჩამოყალიბდა და მისი დამაარსებლები არიან უოჩმან ნი და უიტნეს ლი.

საპატრიარქოს პრესცენტრი შეგახსენებთ, რომ ქუჩაში გავრცელებული, ერთი შეხედვით გაურკვეველი წარმოშობის ფურცლებისა თუ ბროშურების უკან, როგორც წესი, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მოწინააღმდეგე სექტა დგას.

21.04.10