საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსის ქრისტოდულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

6 დეკემბერი
55-2

ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსის ქრისტოდულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ღვიძლის სიმსივნითაა დაავადებული, გაუარესდა – განაცხადა სამშაბათს ბერძნულ გაზეთ “კატიმერინის” საიტმა. მკურნალი ექიმის განცხადებით, წინადღით მთავარეპისკოპოსმა რამდენიმე საათი საავდმყოფოში გაატარა, სადაც ექიმებმა 68 წლის იერარქს სუნთქვის შემსუბუქების მიზნით ფილტვებიდან დაგროვილი სითხე ამოუღეს. პაციენტმა ასევე ჩაიტარა რიგი გამოკვლევები. იგი ამჟამადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ის ძლიერ ტკივილებს განიცდის, რისთვისაც გამაყუჩებელ პრეპერატებს ღებულობს. შიდავენური ქიმიოთერაპიის კურსი, რომელიც გასული კვირის ბოლოსათვის იყო დაგეგმილი, გართულებების გამო გაურკვეველი დროით გადაიდო.
“ექიმები ძალღონეს არ იშურებენ, რათა შეანელონ ავადმყოფობის განვითარება, შეამცირონ ტკივილები და უზრუნველყონ პაციენტის სიცოცხლე, მაგრამ ამ დროისათვის ავადმყოფობის წინააღმდეგ ბრძოლა მთავარეპისკოპოსის შესუსტებული ორგანიზმისათვის ძალიან რთული საქმეა,”- განუცხადა “კატიმერინის” მთავარეპისკოპოსის თანაშემწემ.
მთავარეპისკოპოსი დაავადებულია ღვიძლის სიმსივნის მძიმე ფორმით. გასულ შემოდგომაზე მან ორთვენახევარი დაჰყო მაიამში, აშშ-ში, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის მოლოდინში. მაგრამ ექიმებმა ვერ შესძლეს ოპერაციის ჩატარება, რადგანაც სიმსივნე დასნეულებული ორგანოს საზღვრებს გაცდა და ამიტომაც მედიკოსებმა ოპერაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
ათენში დაბრუნების დღიდან, ოქტომბრის ბოლოდან მთავარეპისკოპოსი თავის სახლში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.