საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საპატრიარქოს პრეს-ცენტრის განცხადება

26 მარტი

ბოლო დღეებში რასელისტთა ე.წ. იეღოვას მოწმეთა სექტის წარმომადგენლები თბილისის ქუჩებში ავრცელებენ მოსაწვევებს, რომლითაც მოქალაქეებს 30 მარტს იწვევენ იეღოვის მოწმეთა დღესასწაულზე _ ე.წ. “იესოს სიკვდილის გახსენების” საღამოზე.

როგორც ცნობილია, აღნიშნული სექტის მიერ წარმოებული აგრესიული პროზელიტიზმი მოსახლეობის დიდი ნაწილის მწვავე რეაქციას იწვევს.

საპატრიარქოს პრეს-ცენტრი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ რასელისტთა ორგანიზაცია წარმოადგენს ანტიქრისტიანულ და ანტიჰუმანურ ტოტალიტარულ სექტას. საეკლესიო სამართლის თანახმად მართლმადიდებელ ქრისტიანს ეკრძალება სექტანტებთან ერთობლივი ლოცვა და მათ რიტუალებში თანამონაწილეობა.

25.03.10