საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

24 დეკემბერი
535-2

ეკლესიის წინააღმდეგ აგორებულ ცილისწამებებს, სამწუხაროდ, დაემატა პატრიარქისა და წმიდა სინოდის წევრების დაპირისპირების შესახებ ცრუ ინფორმაციაც, რომლის თანახმადაც დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ვანისა და ბაღდათის მთავარეპისკოპოსმა ანტონმა და დმანისის ეპისკოპოსმა ზენონმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II მოსთხოვეს საპატრიარქო ტახტიდან გადადგომა, რაც 2009 წლის 19 ნოემბერს გაზეთ “ჯორჯიან თაიმსში” დაიბეჭდა.

ვწუხვართ, რომ განმარტების შემდეგაც გაზეთის გამომცემელმა, ბ-ნმა მალხაზ გულაშვილმა ამ ცილისწამების გამო ეპისკოპოსებთან მიმართებაში დღემდე არ შეინანა, რის გამოც ეს მღვდელმთავრები და საერთოდ, წმ. სინოდი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არ გაკეთდა მიზანდასახულად, ამიტომაც კიდევ ერთხელ შევახსენებთ ბატონ მალხაზს მოახდინოს ამ სიცრუის უარყოფა.

მივმართავთ სხვა საინფორმაციო საშუალებებსაც, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ფაქტების გავრცელებისაგან.

24 დეკემბერი, 2009 წელი