საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს პატრიარქმა გიორგობის სადღესასწაულო წირვა წმინდა 40 სებასტიანელის სახელობის ტაძარში აღავლინა

23 ნოემბერი
530-2

მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.

დილიდან საქართველოს ყველა ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა.
საქართველოს პატრიარქმა გიორგობის სადღესასწაულო წირვა წმინდა 40 სებასტიანელის სახელობის ტაძარში აღასრულა.

წმინდა, საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. 303 წელს მას რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს ბრძანებით თავი მოკვეთეს.

წმ. გიორგი მხედართმთავარი იყო და დიოკლიტიანეს ქრისტიანებზე დევნის გამო განუდგა. უფლის შეწევნითა და გამხნევებით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა.

ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.