საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

კათოლიკოს-პატრიარქი გურიას ეწვია

17 ნოემბერი
527-2

17 ნოემბერს შემოქმედის ეპარქიაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ჩაბრძანდა.

შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძემ) ჩოხატაურის წმინდა იოაკიმ და ანას სახელობის ახლად აშენებული ეკლესია აკურთხა. ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი თომა სიხარულიძე დაინიშნა.

იმავე დღეს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ახლადნაკურთხ ტაძარში სამადლობელი პარაკლისი აღავლინა. პარაკლისის დასრულების შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის შემოქმედის ეპარქიის სამღვდელოება დააჯილდოვა.