საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს პატრიარქი აზერბაიჯანის რელიგიის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს ჰიდაიათ ორუჯევს შეხვდა

16 ნოემბერი
524-2

კათოლიკოს-პატრიარქი აზერბაიჯანის რელიგიის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს ჰიდაიათ ორუჯევს შეხვდა.

საქართველოს საპატრიარქოში შეხვედრაზე ორი ქვეყნის ურთიერთობები და რელიგიის საკითხები განიხილეს. ასევე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აზერბაიჯანში ვიზიტზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ უწმინდესმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი აზერბაიჯანში ვიზიტის დროს შეთანხმდნენ, ბაქოში ქართული ეკლესიის აშენებაზე.

“მინდა აზერბაიჯანელ ხალხს მადლობა გადავუხადო და ვუსურვო, რომ აზერბაიჯანთან ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ორივე ქვეყნისთვის სტაბილურობის გარანტია იქნება”, – განაცხადა უწმინდესმა.

სრულიად საქართველს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აზერბაიჯანში ვიზიტით 4-8 ნოემბერს იმყოფებოდა