საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დღეს ბაქოში გაემგზავრა

4 ნოემბერი
520-2

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს ბაქოში გაემგზავრა.

5 ნოემბერს პატრიარქი აზერბაიჯანში სრულიად მუსლიმანური სამყაროს სულიერი მამის შეიხ-ულ-ისლამ ალახშუკურ ფაშაზადეს დაბადების 60 და კავკასიის მუსულმანთა მეთაურობის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

იუბილეზე სხვადასხვა ქვეყნის სასულიერო პირები არიან მიწვეულები, მათ შორის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი.