საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს აღნიშნავს

4 დეკემბერი
52-2

ქართული ეკლესია მთელ მართლმადიდებლურ სამყაროსთან ერთად აღნიშნავს ტაძრად მიყვანებას ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა.
ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში მიყვანების დღესასწაული, რომელიც მართლმადიდებლურ ეკლესიაში თორმეტ უძრავ დღესასწაულთა რიცხვს განეკუთვნება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მისი მშობლების მიერ მარიამის იერუსალიმის ტაძარში მიყვანის დღის აღსანიშნავად არის დადგენილი.