საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

გელათის აღდგენილი აკადემია გაიხსნა

22 ოქტომბერი
516-2

გელათის აკადემიას ძველი ფუნქცია დაუბრუნდა. საქართველოს ისტორიული საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი ისევ ამოქმედდა. დღეს გელათის აღდგენილი აკადემია გაიხსნა, რომელიც პატრიარქმა აკურთხა.

წელიწადნახევრიანი სამუშაოების შემდეგ, აკადემიის შენობა სრულად განახლდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა უძველეს მარნებს, მოეწყო დარბაზებიც, სადაც გამოფენები და ლექციები გაიმართება.

ისტორიული ძეგლის შესწავლის შემდეგ, ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტიც შეადგინეს. გელათის აკადემია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღადგინეს. ის სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა და საქართველოს პრეზიდენტმა გახსნეს.

დღეს გელათში უამრავი ადამიანი შეიკრიბა. პატრიარქმა გადაიხადა მცირე პარაკლისი. ამის შემდეგ, პრეზიდეტმა და პატრიარქმა იმ პროექტის მიმდინარეობა დაათვალიერეს, რომელიც მთლიანად გელათის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობასა და რეაბილიტაციას გულისხმობს.