საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი, უნეტარესი იონა

12 ოქტომბერი
511-2

დღეს, 12 ოქტომბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი, უნეტარესი იონა (ჯეიმს პაფხაუზენი).

აშშ-ს ეკლესიის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: დეკანოზი ლეონიდე კიშკოვსკი, დეკანოზი ალექსანდრე გარკლავი, არქიმანტრიტი ზაქე, ნიუ-იორკის, წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი ალექსანდრე თანდილაშვილი და არქიდიაკონი კირილე (სოკოლოვი).

16.25 სთ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნეტარეს იონას დახვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად.

დღეს 18.20 სთ. საპატრიარქო რეზიდენციაში კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მიიღებს უნეტარეს იონას, თანმხლებ პირებთან ერთად.

18.40 სთ. – კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, მიტროპოლიტი იონა, თანმხლებ პირებთან ერთად ეწვევიან წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტს, დაარსებიდან 1 წლის საიუბილეო ღონისძიებასთან დაკავშირებით.

13-14 ოქტომბერს უნეტარესი იონა მონაწილეობას მიიღებს საზეიმო წირვა-ლოცვაში სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში.

ამერიკის ეკლესიის დელეგაცია საქართველოში 18 ოქტომბრამდე დაჰყოფს. საქართველოში ვიზიტის პერიოდში ამერიკელი სტუმრები ეწვევიან დავით გარეჯს, გელათს და ბათუმს.

12.10.09
საპატრიარქოს პრესცენტრი