საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ანჩისხატის სალიტანიო ხატს ხვალ ენგურის ხიდთან მიაბრძანებენ

26 სექტემბერი
509-2

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ხვალ ანჩისხატის სალიტანიო ხატს ენგურის ხიდთან მიაბრძანებენ.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტორპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრიდან ხვალ, ჯვართამაღლების სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ხატს ლოცვითი სვლით ენგურის ხიდთან გადააბრძანებენ. ხიდთან სასულიერო პირების მიერ საქართველოს გამთლიანებისა და გაძლიერებისთვის სავედრებელი პარაკლისი ჩატარდება.

ანჩისხატის სალიტანიო ხატი სასულიერო პირთა ლოცვა-კურთხევითა და მათი მონაწილეობით საქართველოს დასალოცად ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში 2004 წლიდან დაბრძანდება.