საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი და საქართველოს პრეზიდენტი ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა

25 სექტემბერი
507-2

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი და საქართველოს პრეზიდენტი ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა. შეხვედრა “კაუფმანის” ცენტრში შედგა.


წმინდა სინოდის განჩინებით მიტროპოლიტი დიმიტრი დადგენილ იქნა ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტად. მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ამ მოკლე ხანში უკვე მეორედ იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 26 სექტემბერს საზეიმოდ აკურთხებს წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარს.


“კაუფმანის” ცენტრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში უცხო ქვეყნებში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსებმა მიიღეს მონაწილეობა. კონცერტიდან შემოსული თანხა ნიუ-იორკში ქართული ეკლესიის მშენებლობას მოხმარდება.



იხილეთ ვიდეო ინფორმაცია