საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქმა წმინდა ქეთევანის ხსენების დღეს მუხრანბატონთა საგვარეულო ეკლესია მოილოცა

26 სექტემბერი
506-2

წმინდა დიდმოწამე კახეთის დედოფლის ქეთევანის ხსენების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს მუხრანში ჩაბრძანდა და მუხრანბატონთა საგვარეულო ეკლესია მოილოცა. ასევე, წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარი, სადაც წმინდა დედოფალმა კახეთის მეფის ალექსანდრეს უფროს ვაჟზე, დავითზე ჯვარი დაიწერა.

უწმინდესმა დღესასწაული სრულიად საქართველოს მიულოცა და აღნიშნა, რომ წმინდა დედოფალი ურყევი რწმენის მაგალითია.

“წმინდა დედოფალი ქეთევანი არის მნათობი სრულიად საქართველოსი. არის მაგალითი ურყევი რწმენისა და არის მაგალითი სამშობლოს სიყვარულისა. დღეს ჩვენ ვადიდებთ და თაყვანს ვცემთ მის ღვაწლს, რომელიც გასწია”, – ბრძანა კათოლიკოს პატრიარქმა.

უწმინდესმა ასევე, მუხრანში ნიკოლოზ ბაგრატიონის სახელობის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმის ბავშვები დალოცა.