საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ზუგდიდში დევნილებს შეხვდა

19 სექტემბერი
503-2

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ზუგდიდში დევნილებს შეხვდა. შეხვედრაზე პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და დევნილები თავიანთ სახლებს დაუბრუნდებიან.

პატრიარქმა ისაუბრა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე რუსეთის მიერ და განაცხადა, რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, რომელიც რუსულმა მხარემ დაუშვა. უწმინდესმა ასევე განაცხადა, რომ მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლური სამყარო საქართველოს ეკლესიას მხარს უჭერს იმ საზღვრებში, რომლითაც ის აღიარებულია მსოფლიო ეკლესიის მიერ.

საღამოს კი პატრიარქი ხობში გაემგზავრა, სადაც უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ტრადიციული საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი სახელწოდებით “სიმღერა სამეგრელოზე” გაიმართა.