საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

7 სექტემბერი
501-2

ა. წ. 8 სექტემბერს, 19.30 სთ-ზე მოსკოვიდან თბილისში ჩამობრძანდება ვლადიმირის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ზუსტი ასლი.

ხატს აეროპორტიდან წააბრძანებენ წმიდა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც 20.00 სთ-ზე გადახდილი იქნება პარაკლისი.