საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

7 სექტემბერი

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბოლო დროს ზოგიერთ ინტერნეტ და საგაზეთო გამოცემაში დაიწყო მიზანმიმართული ანტიეკლესიური საინფორმაციო კამპანია.

გუშინაც გავრცელდა არასწორი ინფორმაცია პატრიარქის კურთხევით მონასტერში ალექსანდრე გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების გაგზავნასთან დაკავშირებით.

ამ მორიგმა დეზინფორმაციამ საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია.

უნდა განვაცხადოთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქს არც მათ ვადამდელ გათავისუფლებასთან აქვს რაიმე კავშირი და არც რომელიმე მონასტერში ისინი არ გაუგზავნია.

7 სექტემბერი, 2009 წელი