საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დედოფლისწყაროში ჩავიდა

20 აგვისტო
495-2

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტრესი ილია მეორე დედოფლისწყარში ჩავიდა.

პატრიარქმა ჰერეთის ეპარქიის ეპისკოპოსი მელქისედექი წარადგინა. ჰერეთის ეპისკოპოსად მელქისედექი 3 მაისს აკურთხეს.

ილია მეორე მრევლს დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის მიძნების ტაძარში შეხვდა, რომლის აშენების სურვილიც 20 წლის წინ თავად გამოთქვა. მან ტაძარში პარაკლისი გადაიხადა.

დედოფლისწყაროს ილია მეორე პატრიარქის რანგში პირველად ოცი წლის წინ ესტუმრა.