საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა ნიკოლოზს ერისა და ეკლესიის მფარველობა შესთხოვა

22 მაისი
472-2

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა ნიკოლოზს ერისა და ეკლესიის მფარველობა შესთხოვა.

წმინდა სამების სახელობის ტაძარში წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების ამოყვანების დღესთან დაკავშირებით ღვთისმსახურება უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II აღასრულა .

წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესმა, ტრადიციულად, ქადაგებით მიმართა მრევლს.

პატრიარქმა ბრძანა, რომ წმინდა ნიკოლოზი განსაკუთრებული წმინდანია, სიტყვა “ნიკოლოზი” გამარჯვებულს ნიშნავს – იგი გამარჯვებული იყო შინაგან ვნებაზე, იყო თავმდაბლობის მაგალითი, ქადაგებდა სარწმუნოებას და მუდმივად ეხმარებოდა გაჭირვებულებს;

საქართველოს პატრიარქმა შესთხოვა წმინდა მღვდელმთავარს, იყოს ეკლესიისა და ყოველთა ქართველთან მფარველი, ერს მიანიჭოს საკუთარი ცოდვების განცდის სინანული, რათა სულიწმინდამ დაიმკვიდროს ადამიანებში, გაამთლიანოს საქართველო და კაცთა შორის სათნოება სუფევდეს; გაანახლოს ეკლესია-მონასტერები, დაიცვას მღვდელმთავრები, მონაზვნები.

თავად უწმინდესმა ითხოვა შეწევნა წმინდა ნიკოლოზისაგან, რათა ემსახუროს ერსა და ეკლესიას.

უწმინდესმა ქადაგების დროს განაცხადა, რომ კვირას, წირვის დასრულების შემდეგ კიდევ 500 ჩვილს მონათლავს.