საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო გადასცა

17 მაისი
469-2

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – წმინდა გიორგის ოქროს ორდენი გადასცა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველია საქართველოში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის, რომელმაც ასეთი ჯილდო მიიღო, ამასთან, სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას კათოლიკოს-პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ აფხაზები და ქართველები კვლავ ერთად იქნებია.

„მხოლოდ საქართველოსთან ყოფნა გადაარჩენს აფხაზურ კულტურას და ენას“,-ბრძანა პატრიარქმა.

დღესვე სოხუმის უნივერსიტეტის ფონდში 10 ათასი აშშ დოლარი ჩაირიცხა.