საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაბრუნებისთანავე წმინდა სამების საკათედრო ტაძარი მოილოცა და იქ შეკრებილებს სიტყვით მიმართა

15 მაისი
468-2

უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოში დაბრუნებისთანავე, წმინდა სამების საკათედრო ტაძარი მოილოცა და იქ შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

უწმინდესმა ტაძარში შეკრებილ საზოგადოებას პარიზში მოგზაურობის შესახებ მოუთხრო, სადაც იგი ოთხი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

პატრიარქმა კიდევ ერთხელ განაცხადა იმის შესახებ, რომ ისტორიულ მოვლენას ჰქონდა ადგილი.

“თქვენ იცით, რომ შემოწირულობებით აშენდა ახალი ტაძარი და ეკურთხა პარიზის გარეუბანში, მშვენიერ ადგილას, სადაც თავი მოიყარა ძალიან ბევრმა ქართველობამ, რომლებიც საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვიდნენ. იყო დიდი სიხარული და ზეიმი, რომ ეკურთხა ქართული მართლმადიდებლური ტაძარი შუაგულ საფრანგეთში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციაში იმყოფება”, _ განაცხადა პატრიარქმა.

მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს საზღვარგარეთ და კიდვ ერთხელ გამოთქვა მწუხარება ამასთან დაკავშირებით.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს საფრანგეთიდან ჩარტერული რეისით დაბრუნდა.