საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

9 მაისი

საქართველოს საპატრიარქო გამოთქვავს კმაყოფილებას სამი დაკავებული ახალგაზრდის გათავისუფლების გამო, რამაც უკიდურესად გამწვავებული მდგომარეობა განმუხტა.

ეს იყო ხელისუფლების მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც, ბუნებრივია, პრეცედენტად ვერ იქცევა.

ვლოცულობთ, რომ დაძაბული ფონის განმუხტვა გაგრძელდეს და მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებაც ნორმალურ ფორმებში გადავიდეს.

შეიძლება სიტუაცია ერთბაშად არ დაცხრეს, მაგრამ ურთიერთობა უფლის წყალობით ამ მიმართულებით უნდა წარიმართოს.

ინებოს ღმერთმა, რომ მოგვცეს მშვიდობა და ერთობა და ამ ერთობით სამშობლოს ღვთისსათნოდ მსახურების ძალა და უნარი.