საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

დღეს გიორგობაა

6 მაისი
460-2

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სადღესასწაულო წირვა-ლოცვა წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა.

წმინდა გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. იგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა, რის გამოც აწამეს და თავი მოჰკვეთეს.

სამების ტაძარში დღეს პრეზიდენტის ოჯახიც იმყოფებოდა. სანდრა რულოვსმა სამების გუნდთან ერთად პატრიარქის დაწერილი საგალობელი შეასრულა.