საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

მთავრობისა და ეკლესიის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კათოლიკოს-პატრიარქი მნიშვნელოვან დოკუმენტს უწოდებს

24 აპრილი
455-2

მთავრობასა და ეკლესიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მნიშვნელოვან დოკუმენტს უწოდებს.

მისი თქმით, პატიმრები ციხეებში, ძირითადად, დაუსაქმებლები არიან და ეს პრობლემებს ქმნის.

“დოკუმენტი დაეხმარება მათ დასაქმდნენ და თავიანთ ოჯახებს დაეხმარონ. შეიძლება, ბევრი რამ გაკეთდეს კიდევ იმისთვის, რომ ისინი უკეთეს პირობებში იყვნენ. ვფიქრობ, პატიმრებს უნდა დავეხმაროთ გამოსწორებაში. გეგმა, რომ ზოგიერთი მათგანი იყოს მიმაგრებული ეკლესია-მონასტრებზე მეტად მისაღები და კარგია, მაგრამ, შეიძლება, უკეთესი პირობები მათ თავიანთი პატიმრობის ადგილზე შევუქმნათ”, _ ბრძანა პატრიარქმა.

პატრიარქი მიიჩნევს, რომ საქართველოში ძალზე ბევრი პატიმარია. ილია მეორემ ხელისუფლებას მოუწოდა, კიდევ ერთხელ გადახედოს მათ საქმეებს და გაათავისუფლოს ისეთი პატიმრები, ვისაც არა აქვს დიდი დანაშაული ჩადენილი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს უერთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი ითვალისწინებს ეკლესია-მონასტრებში მსჯავრდებულთა მიერ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას.

ეკლესია, ასევე, მზადყოფნას გამოთქვამს, ხელი შეეწყოს პატიმრების საეკლესიო ცხოვრებაში ჩართვას და მათ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში მონაწილეობას.