საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

კათოლიკოს-პატრიარქი – არ შეგეშინდეთ, ყველაფერი ღვთის მადლით დამშვიდდება

11 აპრილი
449-2

განსაცდელი, რომელშიც იმყოფება დღეს საქართველო, სულიერი სიმტკიცისთვის მოევლინა ღვთისგან, რწმენის, სიყვარულისა და სასოების სიმტკიცისთვის; არ შეგეშინდეთ, ყველაფერი ღვთის მადლით დამშვიდდება, _ ასე მიმართა დღეს ხალხს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

უწმინდესმა დალოცა მრევლი და საქართველოს სულიერი აღდგომა უსურვა.

“დღეს ჩვენი ეკლესია დღესასწაულობს ლაზარეს აღდგინებას. როგორც უფალმა აღადგინა ლაზარე, როცა აღარ ჰქონდათ მისი გაცოცხლების იმედი, ასევე აღდგება საქართველო”, _ ბრძანა უწმინდესმა.

ილია მეორემ მრევლს მიმართა, წაიკითხონ ვაჟა-ფშაველას “გამოცხადება”, სადაც იგი წერს, რომ მას გამოეცხადნენ წმინდანები, წინ თამარ მეფე იდგა და ყველა ერთად ამბობდა, რომ საქართველო აღდგება.
“სულიერი აღდგომა უკვე დაწყებულია”,-ბრძანა პატრიარქმა.