საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

აზერბაიჯანის ელჩი პატრიარქს შეხვდა

8 აპრილი
447-2

საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობაში უთანხმოება არ მოხდება. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პატრიარქმა აზერბაიჯანელები შეურაცხმყოფელად მოიხსენია თავად აზერბაიჯანის ელჩმა უარყო. ნატიკ ალიევი აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია იმ ადამიანებმა გაავრცელეს, რომლებსაც ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები არ მოსწონთ და სიტუაციის დაძაბვა სურთ.

“ეს ინფორმაცია იმ ადამიანებმა გაავრცელეს, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანის მტრები არიან. ვწუხვარ, რომ მან, ვინც ჩვენი ერების ძმობით კმაყოფილოა, ტყუილი მოიგონა. ვისურვებდი, რომ ასეთი ადამიანებიც ჩვენი მეგობრები გამხდარიყვნენ. ქართველები და აზერბაიჯანელები მოძმე ერები ვიყავით, ვართ და ვიქნებით,` – განაცხადა პატრიარქმა.”