საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

XVII საუკუნის ბეთანიის ღვთისმშობლის ხატი ხელოვნების მუზეუმიდან ქაშუეთის ტაძარში გადაბრძანდება

24 მარტი
439-2

XVII საუკუნის ბეთანიის ღვთისმშობლის ხატი ხელოვნების მუზეუმიდან ქაშუეთის ტაძარში გადაბრძანდება.

ქაშუეთის ტაძარში ხატის გადასაბრძანებლად სამღვდელოება და მრევლი დღეს ხელოვნების მუზეუმთან შეიკრიბება და საზეიმო მსვლელობა მოეწყობა, ქაშუეთის ტაძარში კი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი აღევლინება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ხელოვნების მუზეუმში დაცულ XVII საუკუნის ბეთანიის ღვთისმშობლის ხატს რესტავრაცია გაუკეთდა.

აღდგენითი სამუშაოები საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრთან შეთანხმებით და მათი ხელმძღვანელობით შესრულდა. მრევლის შემოწირულობებით კი ხატის ჩასაბრძანებლად პერანგი დამზადდა.